VG 1300E vega კუთხსახეხი

120.00 

In Stock

Description

VG 1300E კუთხსახეხის  კორპუსი დამზადებულია არატოქსიკური პოლიმერული მასალებისგან.

 

სამუშაოს მოხერხებულობისთვის, პლასტიკური კორპუსი იმ ადგილებში, სადაც ხელის შეხება ხდება, სპეციალური მასალით არის დამუშავებული, რომ მუშაობის დროს არ გასრიალდეს ხელი.

 

მცირე წონის დამსახურებაა რომ რამოდენიმე საათის განმავლობაში მუშაობა არ იყოს დამღლელი და მოსახერხებელია რთულად მისადგომი ადგილების დამუშავება.

ჩართვის ღილაკი განთავსებულია მოსახერხებელ ადგილას წინა სახელურის მახლობლად. შესაძლებელია  ჩართვა / გამორთვა  ერთი ხელით. ღილაკი დამზადებულია ხარისხიანი პლასტმასისგან, რომელსაც აქვს პროტრუზია, რათა უზრუნველყოს თითის უსაფრთხო დაჭერა, რომ არ გასრიალდეს თითი. გადართვის მექანიზმი დამზადებულია ისე, რომ მისი ჩართვა მოითხოვს ძალისხმევას და გამორთვას კი არ სჭირდება არანაირი ძალა ეს აუმჯობესებს ბალგარკის უსაფრთხოვების დონეას.

ბალგარკის დისკის დამცავი საფარი დამზადებულია გამძლე ფოლადისაგან.  დამცავი საფარი იჭიმება და რეგულირდება ექვსკუთხა ხრახნის გამოყენებით.

 

საკეტის ღილაკი დამზადებულია მაღალი ხარისხის მეტალისგან და ემსახურება საჭრელი დისკის საკეტი მექანიზმის დაბლოკვას.

 

საჭრელი დისკის საკეტი მექანიზმი არის ორი მრგვალი ხრახნიანი ჭანჭიკის  სახით. დისკის შესაცვლელად გამოიყენება სპეციალური  გასაღები, რომელიც თან ახლავს ბალგარკას.

საჭრელი დისკის მაქსიმალური დიამეტრი 125 მმ.

 

აღჭურვილია გაუმჯობესებული გაგრილების სისტემით, რაც უზრუნველყოფს ელექტროძრავის გამძლეობას.

გარდა ამისა,იგი აღჭურვილია სპეციალური დამცავი სავენტილაციო საფარით რაც ხელს უშლის მტვერს ბალგარკის მექანიზმსი მოხვედრას.

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “VG 1300E vega კუთხსახეხი”

Your email address will not be published. Required fields are marked *